გორის „დილას“ მთავარ მწვრთნელ დიეგო ლონგოს მიაჩნია, რომ ლუქსემბურგის „რასინგ უნიონთან“ საპასუხო მატჩში უკეთესად ითამაშებენ, ვიდრე სტუმრად გამართულ შეხვედრაში. იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგში 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა.
დიეგო ლონგო: “პირველ ყოვლისა, გილოცავთ ყველა დილას გულშემატკივარს ამ გამარჯვებას. ეს არ იყო საუკეთესო თამაში რაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ვაჩვენოთ მაგრამ ყველაფერი წინაა და ყველა შეცდომას გავაანალიზებთ.
დიდი მადლობა ჩემ ბიჭებს,რადგან გაშვებული გოლის შემდეგ არ დანებდნენ და გამოავლინეს მაქსიმალური ბრძოლის უნარიანობა, რაც დაგვეხმარა ამ თამაშის ჩვენ სასარგებლოდ დასრულებაში. საპასუხო მატჩში კი ვიქნებით იმაზე უკეთესები ვიდრე დღეს, მოდით სტადიონზე“.
„დილა“ საპასუხო შეხვედრას 17 ივლისს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





