ლოჩოშვილი სათამაშოდ გერმანიაში მიდის

0
24

ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში განაგრძობს, რის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი „ნიურნბერგს“ მიაშურებს და მის სანაცვლოდ იტალიის სერია A-ში დაბრუნებული „კრემონეზე“ 1,5 მილიონ ევროს მიიღებს. ლოჩოშვილი ხელს ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს. “ნიურნბერგის” მთავარი მწვრთნელი გერმანიის ეროვნული გუნდის ექსფორვარდი მიროსლვა კლოზე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი (16) გაიტანა.
ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ 2022 წელს ავსტრიის „ვოლფსბერგიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 63 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მიმდინარე წლის ზამთარში 27 წლის ფეხბურთელი „სალერნიტანაში“ გაანათხოვრეს, სადაც 20-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი