ლისაბონის „სპორტინგმა“ გიორგი ქოჩორაშვილი ოფიციალურად წარადგინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა პორტუგალიის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. მისი ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.
26 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი “ლევანტეში” გაატარა, სადაც სეგუნდა დივიზიონში 35-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა, პლუს 4 საგოლე პასი გააკეთა. მან ესპანეთის თასზე ერთი მატჩი ჩაატარა. მანამდე, ქოჩორაშვილი ესპანეთის “ჟირონაში”, “პერალდაში” და “ კასტელონში” გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





