ბათუმის „დინამოდან“ ორი ლეგიონერი წავიდა

0
18

ბათუმის „დინამოდან“ ლეგიონერები გიტის პაულასუკასი და მესიე ბიათუმოსაკა წავიდნენ.
25 წლის ლიეტუელმა თავდამსხმელმა პაულაუსკასმა ბათუმელთა მაისურით საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ის „დინამოში“ იჯარით თამაშობდა და უკრაინის კოვალიევკას „კოლოსში“ დაბრუნდა.
27 წლის კონგოელმა მცველმა ბიათუმოსაკამ „დინამოში“ 5 შეხვედრა ჩატარა. ის ბათუმელებს ბულგარეთის „ბოტევ ვრასტადან“ შეუერთდა, ხოლო კარიერას სოფიის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმის „დინამომ“ 10-გუნდიან კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა.
ლაშა თაბაგარი