სასელექციო პროექტი დასრულდა

0
9

1-3 ივლისს, ქუთაისში, სფფ-ის აკადემიის მოედანზე, 15-წლამდე ვაჟთა შორის სასელექციო თამაშები გაიმართა, რომელსაც საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი – გიორგი ჩიტაური ხელმძღვანელობდა.
სასელექციო ხასიათის პროექტი, რომელიც მაისში დაიწყო, პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა და მასში 72 ბავშვი მონაწილეობდა, სადაც 20 ახალგაზრდა მოთამაშე იქნა შერჩეული. მეორე ეტაპი, ივლისში, ანალოგიური ფორმატით უკვე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით განხორციელდა.
სასელექციო პროექტის შემაჯამებელი ფაზა კი – აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ნაკრებთა მატჩით გახლდათ, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა.