დავითაშვილმა მოსამზადებელი გოლით დაიწყო

0
19

ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ რიგებში ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ჩატარებულ პირველ ამხანაგურ მატჩში გოლი მიითვალა. „სენტ-ეტიენი“ შვეიცარიის რანგით მეორე ლიგის „ეტუალს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
დავითაშვილმა მეორე ტაიმი ითამაშა და 59-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი მცველს გაცდა, ხოლო წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო.
შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენი“ გასულ სეზონში ქვედა ლიგაში გავარდა. თავის სადებიუტო სეზონში დავითაშვილმა ლიგა 1-ში 33-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო, პლუს 8 საგოლე პასი გააკეთა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის მიერ მე-9 ტურში „ოსერის“ კარში გატანილი გოლი ლიგა 1-ში 2024-2025 წლების სეზონში საუკეთესოდ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი