კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ უნიკალური მიღწევის ავტორი აღმოჩნდა. ის ესპანერი გრანდის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც ერთი სეზონის განმავლობაში გოლი შვიდ სხვადასხვა ტურნირში გაიტანა.
აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4-ფინალში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 3:2 მოგებულ შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.
მანამდე, 2024-2025 წლების სეზონში მბაპემ გოლები ესპანეთის ლა ლიგაში, ესპანეთის თასზე, ესპანეთის სუპერთასზე, ჩემპიონთა ლიგაში, უეფას სუპერთასზე და საკონტინენტთაშორისო თასზე მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ “რეალი” საკლუბო ჩემპიონატის 1/2-ფინალში 9 ივლისს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





