ანჩელოტის შვილი „ბოტაფოგოს“ გაწვრთნის

0
40

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის შვილი დავიდე ანჩელოტი რიო დე ჟანეიროს „ბოტაფოგოს“ გაწვრთნის. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება.
35 წლის ანჩელოტი კოპა ლიბერტადორესის მოქმედ გამარჯვებულში პორტუგალიელ რენატო პაივას შეცლის. მას მანამდე დამოუკიდებლად მთავარ მწვრთნელად არ უმუშავია და მადრიდის „რეალში“ მამას თანაშემწე იყო.
„ბოტაფოგოში“ დანიშვნის მერე, დავიდე ბრაზილიის ნაკრებში უფროს ანჩელოტის აღარ დაეხმარება.
ლაშა თაბაგარი