თბილისის “დინამომ” მოსამზადებელ ეტაპზე მესამე სპარინგ მატჩი ჩაატარა. ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი გუნდი “დინამო არენაზე” ერევნის “არარატ არმენიას” შეხვდა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
განვლილ შეხვედრაში ბოსნიის “სარაევოდან” დაბრუნებულმა ვასილიოს გორდეზიანმა ითამაშა. მან 21-წლამდელთა ნაკრებში სლოვაკეთში გამართულ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატში ითამაშა. მის გარდა “დინამოში” მეორე ტაიმი ბარნს ოსეიმ ჩაატარა. განელი ნახევარმცველი 2021-2023 წლებში გამოდიოდა დედაქალაქური გუნდის სახელით. ოსეი ბოლოს ისრაელში “ბნეი სახნინში” თამაშობდა.
ნოდარ ლომინაძეს ტრავმა აწუხებს და “არარატ არმენიასთან” არ უთამაშია. ასევე ტრავმირებული არიან ვაკო გვილია და ნიკოლოზ უგრეხელიძე. მათ გარდა, ტრავმის გამო არ უთამაშია სინჯებზე მყოფ როლანდო აარონსს.
თურქულ შეკრებაზეც დინამოელები 8 ივლისს რიზეში ადგილობრივ “რიზესფორს” შეხვდებიან, ხოლო 12 ივლისს ტრაბზონში “ტრაბზონსფორს” ეთამაშებიან.
დინამო – არარატ არმენია 0:0
“დინამო”: ლორია, შათირიშვილი, ასუნსეუ, სადღობელაშვილი, ხარებაშვილი, ფეიქრიშვილი, კანკავა, წულაია, ლომთაძე, სალია, სირაძე.
მეორე ტაიმი: მაქაცარია, მორჩილაძე, იაკობიძე, ოდიკაძე, პოტალოვი, ოსეი, შაშიაშვილი, ჩხეტიანი, ჩიქოვანი, ვაწაძე.
ლაშა თაბაგარი





