ქუთაისის „ტორპედოს“ გერმანელ მთავარ მწვრთნელ დირკ შუსტერს მიაჩნია, რომ განხორციელებულმა ტრანსფერებმა გუნდში კონკურენცია გაზარდა. მან ამის შესახებ „ტორპედოს“ პრესსამსახურთან ისაუბრა.
დირკ შუსტერი: “ტრანსფერების შედეგად კონკურენცია გაიზარდა, იმატა ხარისხმა, შესაბამისად დღეს გუნდში არსებული სიტუაციით კმაყოფილი ვარ. ორდაბასთან თითოეული ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება”.
ვლადიმერ მამუჩაშვილი: “გულშემატკივარი ფეხბურთელებს დამატებით ენერგიას გვაძლევს. იმედია, მოვლენ და გვიგულშემატკივრებენ, ჩვენ კი ჩვენს საქმეს გავაკეთებთ”.
„ტორპედო“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის „ორდაბასის“ შეხვდება. პირველი თამაში 10 ივლისს ქუთაისში ჩატარდება, ხოლო საპასუხო 17 ივლისს ყაზახეთში.
ლაშა თაბაგარი





