ჩოგაძის გოლი და ლიდერობა

0
3

თემურ ჩოგაძემ მიმდინარე სეზონში ლიეტუვის უმაღლეს დივიზიონში თავისი მე-3 გოლი გაიტანა. მე-19 ტურში კაუნასის „ჟალგირისი“ სტუმრად „რიტერაის“ შეხვდა და 5:1 დაამარცხა.
ქართველი ნახევარმცველი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 22-ე წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო. 67-ე წუთზე ჩოგაძემ საგოლე პასი მიითვალა. მან შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო, ხოლო  ორჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა. ანტონ თოლორდავა კაუნასელთა რიგებში მოედანზე 35-ე წუთზე გამოჩნდა. „ჟალგირისი“ 43 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ნიკოლოზ მალიმ „ბუნედკორის“ მაისურით ამ სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში პირველი საგოლე პასი შეასრულა. მე-15 ტურში „ბუნედკორი“ გასვლაზე „ანდიჟანს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. მალიმ შეუცვლელად ითამაშა და 76-ე წუთზე, როდესაც „ბუნედკორი“ 1:0 იგებდა, საგოლე პასი შეასრულა. სტუმართა სასტარტოში იმედა აშორტიაც იყო, რომელიც 88-ე წუთზე შეცვალეს. „ბუნედკორი“ 27 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა.
ლაშა თაბაგარი