ზაფხულის სატრანფერო პერიოდში ქუთაისის “ტორპედოს” მორიგი ახალწვეული სერბი კომნენ ანდრიჩია. ამის შესახებ რიონისპირელთა პრესსამსახური იუწყება:
“30 წლის გამოცდილი სერბი თავდამსხმელი კომნენ ანდრიჩი “ტორპედოს” ფეხბურთელია.
კარიერას ჩვენი ახალწვეული სერბულ “რადნიჩკში” იწყებდა. 2016 წელს პორტუგალიურ “ბელენენსიში” გადავიდა, ხოლო 3 წლის შემდეგ ზაგრების “დინამოს” მაისური მოირგო.
ის სამჯერ გახდა ხორვატიის ჩემპიონი, ერთხელ კი თასის მფლობელი.
2022 წელს კომნენი საფრანგეთის ლიგა 1-ს წარმომადგენელ “კლერმონში” გადავიდა და ამ გუნდის მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც კარიერა ისევ ხორვატიაში, კერძოდ “რიეკაში” გააგრძელა.
“ტორპედოს” სერბი ფეხბურთელი 1-წლიანი იჯარით სწორედ “რიეკადან” შეუერთდა. იჯარის დასრულების შემდეგ ის 2 წლით “ტორპედოს” სრულფასოვანი წევრი იქნება.

სერბმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, ხვალიდან კი გუნდთან ერთად კონფერენსლიგისთვის მზადებას შეუდგება”.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი