საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩს დღეს ირლანდიასთან გამართავს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება და 21:00 საათზე დაიწყება.
მომავალი თამაშისთვის “ბორჯღალონსების” სასტარტო შემადგენლობა ასეთია:
ძირითადი შემადგენლობა
1. გიორგი ახალაძე 2. ვანო კარკაძე 3. ირაკლი აფციაური 4. მიხეილ ბაბუნაშვილი 5. ლადო ჩაჩანიძე 6. ლუკა ივანიშვილი 7. ბექა საღინაძე 8. თორნიკე ჯალაღონია 9. ვასილ ლობჟანიძე, 10. ლუკა მატკავა 11. ალექსანდრე თოდუა 12. გიორგი კვესელაძე 13. დემურ თაფლაძე 14. აკაკი ტაბუცაძე 15. დავით ნინიაშვილი
მარქაფა
16. ირაკლი ქვათაძე 17. გიორგი თეთრაშვილი 18. ბექა გიგაშვილი 19. გიორგი ჯავახია 20. ილია სპანდერაშვილი 21. მიხეილ ალანია 22. თედო აბჟანდაძე 23. თორნიკე კახოიძე.
ირლანდიასთან დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც 12 ივლისს, „ტოიოტა ჩიტასს“, ხოლო 19 ივლისს მასპინძელთა ეროვნულ გუნდს ეთამაშება.
ლაშა თაბაგარი
