პორტუგალიელი მცველი ქუთაისურ კლუბში

0
4
ქუთაისის “ტორპედოში” პორტუგალიელი მცველი ჟორჟინიო არაუჟო ჩაირიცხა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ტორპედოს” კიდევ ერთი ახალწვეული 27 წლის პორტუგალიელი მარცხენა მცველი ჟორჟინიო არაუჟოა. ჟორჟინიო პორტუგალიური გრანდის “ბენფიკას” აღზრდილია და ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა.
მან 2020 წელს პორტუგალიური “ფამალიკაოს” მაისური მოირგო, რის შემდეგაც კოვილიანის “სპორტინგში” გადავიდა. 2023 წლის სეზონი ჟორჟინიომ ფინურ “ილვესში” გაატარა, სადაც გუნდთან ერთად თასი მოიგო.
“ტორპედოს” პორტუგალიელი ფეხბურთელი ჩეხური პრაღის “დუკლადან” შეუერთდა.
სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კლუბსა და ფეხბურთელს შორის 1,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა”.
ლაშა თაბაგარი