ლაშა ოდიშარიამ ლატვიის უმაღლეს დივიზიონში კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა.
22-ე ტურში „რიგასმა“, სადაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსგარემარბი გამოდის, შინ „ლიეპაია“ 2:1 დაამარცხა. ოდიშარია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მარცხენა ფლანგიდან საგოლე გადაცემა ლემაჯიჩს გაუკეთა, რომელმაც თავით გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი 79-ე წუთზე შეცვალეს. 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ლატვიის ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანის გარდა, 6 საგოლე პასი გააკეთა.
მოქმედი ჩემპიონი „რიგასი“ 52 ქულით 10 გუნდში მეორე ადგილზეა და 2 ქულით თანაქალაქელ ლიდერ „რიგას“ ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი
