აშშ-ში მიმდინარე ფეხბურთში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში პირველი ნახევარფინალური წყვილი გაირკვა.
1/4-ფინალში ბრაზილიის „ფლუმინენსე“ საუდის არაბეთის „ალ ჰილალს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. მატჩის 41-ე წუთზე „ალ ჰილალის“ კარი მარტინელიმ აიღო. 51-ე წუთზე მარკოს ლეონარდომ ანგარიში გაათანაბრა. 70-ე წუთზე „ფლუმინენსედან“ თავი ჰერკულესმა გამოიჩინა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
„ფლუმინენსე“ ნახევარფინალში ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება, რომელმაც ბრაზილიის „პალმეირასს“ მინიმალური სხვაობით სძლია. „ჩელსიდან“ ანგარიში მე-16 წუთზე კარლტონ პალმერმა გახსნა. 53-ე წუთზე ესტავაომ ლონდონელთა კარი აიღო. 83-ე წუთზე ვევერტონმა ბურთი თავის კარში გაიტანა და საბოლოოდ, „ჩელსი“ შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„ფლუმინენსე“- „ჩელსის“ ნახევარფინალი 8 ივლისს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი
