ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი კაპიტანი მერაბ გიგაური კარიერას ჰონკონგის ჩემპიონატში განაგრძობს. მან კონტრაქტი „ლი მენ უორიორზთან“ გააფორმა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
32 წლის გიგაური „ტორპედოს“ გარდა, პოლონეთის „იაგიელონიაში“, რუსთავის „მეტალურგში“, ფოთის „კოლხეთში“, „ცხინვალში“, „რუსთავში“, აზერბაიჯანის „გაბალაში“ და „შამახში“ გამოდიოდა.
მან „ტორპედოში“ საერთო ჯამში 9 სეზონი ჩაატარა ერთხელ საქართველოს ჩემპიონატი, ორჯერ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი, ხოლო სამჯერ მოიგო საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი
