რემზი: „სიმაღლესთან შეჩვევა მომიწევს“

0
21

არონ რემზის მიაჩნია, რომ მექსიკის ლიგაში ძალიან ტექნიკური და მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. უელსის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ამის შესახებ „პუმასთან“ კონტრაქტის გაფორმების შესახებ განაცხადა.
„ზღვის დონიდან სიმაღლესთას შეჩვევა მომიწევს. ამჟამად, ყველაფერი კარგად მაქვს და შემდეგი ნაბიჯი უნდა გადავდგა. იმედია, რომ მოედანზე მალე გავალ. მექსიკის ლიგა ძალიან ტექნიკურია, სადაც საუცხოო მოთამაშეები გამოდიან და ბოლო პერიოდში ვცდილობდი მის შესახებ რაც შესაძლოა მეტი ინფორმაცია მიმეღო.
მთელი კარიერის განმავლობაში ჩემზე ზეწოლა იყო. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში ვთამაშობდაი და ჩემგან ყველა გამარჯვებას ელოდება. დარწმუნებული ვარ, რომ აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ვიცი ამ კლუბს რაც შეუძლია და იმედია, წარმატების მიღწევაში საკუთარ წვლილს შევიტან“ – განაცხადა 34 წლის ბრიტანელმა, რომელიც „პუმასს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან გასული სეზონი მშობლიურ „კარდიფში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა. რემზი კარდიფში“ 2006-2008 წლებშიც გამოდიოდა და შემდეგ ლონდონის „არსენალს“ მიაშურა, სადაც 2008-2019 წლებში თამაშობდა/ კარიერის განმავლობაში უელსელი ასევე „ნოტინგემ ფორესტის“, „იუვენტუსის“ და „გლაზგო რეინჯერსის“ ღირსებას იცავდა.
მან თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის რიგებში 86-ჯერ ითამაშა და 21 გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, „პუმასი“ საშინაო თამაშებს ზღვისა დონიდან 2240 მეტრის სიმაღლეზე ატარებს.
ლაშა თაბაგარი