ნიკო უილიამსმა, რომლის შეძენა „ბარსელონას“ სურდა, ბილბაოს „ატლეტიკთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. 22 წლის ფეხბურთელმა ესპანურ კლუბს თავისი მომავალი 2035 წლის ივნისამდე დაუკავშირა. მისი გამოსასყიდი თანხა, რომელიც მანამდე დაახლოებით 62 მილიონ ევროს შეადგენდა, კიდევ 31 მილიონი ევროთი გაიზარდა. ის წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, არადა, მიუნხენის “ბაიერნი” 12 მილიონ ევროს სთავაზობდა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების გარემარბი „ატლეტიკის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2020 წლიდან თამაშობს – ყველა ტურნირში ჩატარებულ 167 მატჩში 31 გოლი გაიტანა. მან ბილბაოელებთან ერთად 2024 წელს ესპანეთის თასი მოიგო.
„ფურია როხას“ შემადგენლობაში უილიამსი 2024 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.
ლაშა თაბაგარი
