საქართველოს მოქმედ ჩემპიონს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერ თბილისის „იბერიას“ სლოვენიელი ნახევარმცველი მატია ვრბანეცი შეუერთდა.
28 წლის ფეხბურთელებმა თბილისელებთან კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. ის 2024 წლიდან სლოვენიის „მურაში“ გამოდიოდა, ხოლო მანამდე ასევე სამშობლოში „ალუმინიში“ და „ცელიეში“ თამაშობდა. თავის დროზე, ვრბანეცმა სლოვენიის 21-წლამდელთა ნაკრებში 10 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





