დიოგო ჟოტა ავტოკატასტროფაში დაიღუპა

0
6

პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და „ლივერპულის“ აწ უკვე ექსთავდამსხმელი დიოგო ჟოტა ტრაგიკულად დაიღუპა.
გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 28 წლის ჟოტა თავის 26 წლის ძმასთან ერთად ესპანეთის პროვინცია ზამორას მუნიციპალიტეტ პალასიოს დე სანაბრიაში გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
პორტუგალიელი „ლივერპულში“ 2020 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 182 მატჩში 65 გოლი გაიტანა. მანამდე, ის სამშობლოში „პასუშ ფერეირაში“ თამაშობდა, რის შემდეგ მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუში“ და „ვესტ ბრომვიჩში“ გამოდიოდა.
მან პორტუგალიის ნაკრებში 49-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი 14-ჯერ აიღო, ხოლო ორჯერ ერთა ლიგა მოიგო.
ცნიბისთვის, “ლივერპულმა” ხმარებიდან 20-ნომრიანი მაისური ამოიღო, რომლითაც ჟოტა თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი