“დილას” კაპიტანი: “ამ ტიტულს დიდი ხანი ველოდი”

0
8

გორის “დილას” კაპიტნის რომარიკ ეტოუს თქმით, გუნდთან ერთად ტიტულის მოგებას დიდი ხანი ელოდა. მან ამის შესახებ საქართველოს სუპერთასის ფინალში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ თბილისის “სპაერთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
რომარიკ ეტოუ: “პირადად მე, ამ მომენტს დიდი ხანია ველოდი, რადგან ეს ჩემი პირველი ტიტულია “დილასთან” ერთად და იმედია, რომ ეს უკანასკნელი არ იქნება. მინდოდა მადლობა გადამეხადა ყველა ჩემი თანაგუნდელისა და პერსონალისთვის შესანიშნავი შრომისა და პოზიტიური სულისკვეთებისთვის. ასევე მინდოდა მადლობა გადამეხადა კლუბის ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ კლუბის გასაზრდელად და არ შემეძლო ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრების შესახებ საუბრის გარეშე.
ძვირფასო გულშემატკივრებო, ეს თასიც თქვენია! თქვენი უპირობო მხარდაჭერა ჩვენი მამოძრავებელი ძალა იყო, ჩვენი ძალა. თქვენს გარეშე, ამ გამარჯვებას იგივე გემო არ ექნება. ჩვენ ერთად გავუზიარეთ ეს გამარჯვება, მოდით, აღვნიშნოთ ეს წარმატება, რომელიც ისევე თქვენც გეკუთვნით, როგორც ჩვენ. გმადლობთ”.
ლაშა თაბაგარი