„მანჩესტერ სიტი“ ჯეკ გრილიშის გაყიდვას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გეგმავს, რის შესახებ GiveMeSport იუწყება.
მთავარი პრობლემა რაც ინგლისის ეროვნული ნაკრების 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს უკავშირდება, ის ფინანსური პირობებია, რომელსაც „სიტი“ აყენებს.
იტალიის ჩემპიონ „ნაპოლის“ გრილიშის იჯარით დამატება უნდოდა, მაგრამ მზად არ აღმოჩნდა, რომ მისი ხელფასი მთლიანად დაეფარა.
„სიტიმ“ 2021 წელს გრილიში ბირმინგემის „ასტონ ვილასგან“ 100 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა, რაც მაშინ პრემიერლიგის სატრანსფერო რეკორდი იყო.
მან მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 157 მატჩში 17 გოლი გაიტანა. გრილიშს „სიტისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი
