„დილას“ პირველი სუპერთასი

0
21

გორის „დილამ“ არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი მოიგო. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დიეგო ლონგოს გაწვრთნილი გორელები კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ თბილისის „სპაერს“ შეხვდნენ და ორბურთიანი სხვაობით აჯობეს.
მატჩის 22-ე წუთზე შოთა შეყილაძე „სპაერის“ საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბუხუტი ფუტკარაძემ ბურთი მოიგერია.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, საბა გეგიაძე ბურთი საჯარიმოში მიიღო და ერთ მეტოქეს გაექცა, რასაც მარცხენა ოდნავ მახვილი კუთხიდან დარტყმა მიაყოლა, თუმცა ვერ გაიტანა.
პირველ ტაიმში თბილისელებიდან ყველაზე რეალური საგოლე მომენტი პაპუნა ფონიავას ჰქონდა, როდესავ მარჯვენა ფლანგიდან ლევან ხარაბაძის გადაცემის შემდეგ, საჯარიმოში მყოფმა ახლო მანძილიდან კარს ააცილა.
ტაიმის მიწურულს „დილას“ შეტევა თავური დარტყმით კონგოელმა დეო ბასინგვამ თავური დარტყმით დაასრულა და ფუტკარაძემ ბურთი უკუაგდო.
მეორე ტაიმში „დილას“ უპირატესობა გამოიკვეთა და საჯარიმოს ხაზიდან ალექსანდრე ანდრონიკაშვილის დარტყმის შემდეგ, თბილისელები გოლის გაშვებას ფუტკარაძემ გადაარჩინა.
მეორე ტაიმის შუაწელში ანდრონიკაშვილმა „სპაერის“ საჯარიმოში შეყილაძე მოძებნა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა და ფუტკარაძე ბურთს დაეუფლა. ამ მომენტიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ანდრონიკაშვილმა დაახლოებით 22-23 მეტრიდან დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
86-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილმა შეყილაძე ბურთს დაეუფლა და ზუსტი პასი ბრაზილიელ ჟოაო არაუჟოს გადააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 0:1.
მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე შეტევაში მთელი გუნდით წასულმა თბილისელებმა ბურთი დაკარგეს და „დილას“ კონტრშეტევა განელმა სირილ ედუძიმ დაიწყო, რომელიც მოედნის ცენტრში ფუტკარაძეს გაექცა, ხოლო ცარიელა კარში გოლი გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა – 0:2.
„დილა“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის „რასინ უნიონს“ შეხვდება. გორელები პირველ თამაშს სტუმრად 10 ივლისს ჩაატარებენ, ხოლო საპასუხოს შინ – 17 ივლისს.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „სპაერი“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის „აუსტრიას“ ეთამაშება. ანზორ კიღურაძის გაწვრთნილები პირველ თამაშს 24 ივლისს ვენაში გამართავენ, ხოლო 31 ივლისს „აუსტრიას“ უმასპინძლებენ.
„სპაერი“ – „დილა“ 0:2 (0:0)
2 ივლისი. თბილისი. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი.
„სპაერი“
: ფუტკარაძე, გეგიაძე, მაისურაძე (გ. ა. ცეცხლაძე, 88), გ. დ. ცეცხლაძე, ბარაბაძე (გოლუბიანი, 88), სამხარაძე, წურწუმია, ფონიავა (ცალუღელაშვილი, 63), კენჭაძე, ბუნტური, მატენჯვა
მთავარი მწვრთნელი: ანზორ კიღურაძე
დილა“: კერესელიძე, კიკაბიძე, ეტუ, არაუჟო, რუხაძე, ანდრონიკაშვილი, კონტე, დრამე (ედუძი, 81), ფარულავა ( ტიბუე, 90), შეყილაძე (ჩაბრაძე, 88), ბასინგა (ბუღრიძე, 81).
მთავარი მწვრთნელი: დიეგო ლონგო
გოლები: 0:1 ჟოაუ არაუჟო (86), 0:2 ჩაბრაძე (90+2)
მთავარი მსაჯი: ა. აფციაური
ლაშა თაბაგარი