ლუის სუარესი „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, კლუბს დატოვებს, იუწყება ესპანური გამოცემა AS.
ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი აღარ გაახანგრძლივებს ხელშეკრულებას, რომელიც 2025 წლის ბოლოს უმთავრდება. ამ ეტაპზე 38 წლის ფორვარდის მომავალი უცნობია – ან კარიერას დაასრულებს ან სათამაშოდ ურუგვაიში დაბრუნდება.
ის „ინტერ მაიამიში“ 2024 წლის იანვრიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 62 მატჩში 34 გოლი გაიტანა, პლუს 22 შედეგიანი პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
