წყალტუბოს „სამგურალმა“ და დავით მუჯირმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს, რის შესახებ იმერული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
26 წლის თავდამხმელი „სამგურალს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ის თავდაპირველად ,ანთალიასფორის” 19 წლამდელთა გუნდში გამოდიოდა. შემდეგ ,,ვიტ ჯორჯიას”, საჩხერის ,,ჩიხურას” და ქობულეთი ,,შუქურას” ღირსებას იცავდა. მუჯირმა 2021-2022 წლებში სლოვაკურ ,,ზლატე მორავცეში” ითამაშა , მომდევნო ორი სეზონი კი ,,თელავში” ასპარეზობდა. 2023 წელს ,,შუქურაში” დაბრუნდა და 9 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გასული სეზონი დავით მუჯირმა ბათუმის ,,დინამოში” გაატარა და 32 შეხვედრაში (ჩემპიონატსა და თასზე) 5 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
