იურგენ კლოპს აზრით, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი სერ ალექს ფერგიუსონია.
„სერ ალექს ფერგიუსონთან მართლაც რამდენიმე საუცხოო მომენტი მქონდა. ჩემთვის მასთან საუბარიც კი დიდი პატივია. მწვრთნელისთვის ეს საუკეთესო რამაა, რაც შესაძლოა გააკეთო – იჯდე და უსმინო. 10 წუთი დამჭირდა, რომ გამეგო რას საუბრობდა.
ფერგიუსონი მსოფლიოში ყველაზე დიდი მწვრთნელია. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის რაც მან მწვრთნელობის დროს გააკეთა, რთული გასამეორებელია“ – იუწყება „ბორუსიას“ და „ლივერპულის“ ექსთავკაცის ნათქვამს Give me Sport.
ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 1986-2013 წლებში წვრთნიდა. მან მანჩესტერელებს ინგლისის პრემიერლიგა 13-ჯერ, ინგლისის თასი 5-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი





