მიქაუტაძის შეძენა „სანდერლენდს“ და „აინტრახტს“ სურთ

0
19

გიორგი მიქაუტაძის შეძენა ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ „სანდერლენდს“ და გერმანიის ბუნდესლიგის წარმომადგენელ ფრანკფურტის „აინტრახტს“ სურთ. ამის შესახებ Foot Mercato იუწყება.
გამომდინარე იქიდან, რომ „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამოს. საფრანგეთის ლიგა 2-ში დააქვეითეს, დიდი შანსია კლუბმა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გაყიდოს. 24 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს.
მიქაუტაძემ „ლიონში“ ჩატარებულ სადებიუტო სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ნათამაშებ 33მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე ორ თამაშში მოწინააღმდეგის კარი ორჯერ აიღო, ხოლო ევროპა ლიგაში 11-ჯერ ითამაშა და 4 გოლის გატანის გარდა, 5 საგოლე პასი შეასრულა.
ის “ლიონის” გულშემატკივრებს თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – დეკემბერში და მარტში.
ლაშა თაბაგარი