ხაბი ალონსო: „მბაპე სათამაშოდ მზადაა“

0
16

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ხაბი ალონსოს განცხადებით, კილიან მბაპე აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ტურინის „იუვენტუსთან“ სათამაშოდ მზადაა.
„მბაპე თავს უკეთესად გრძნობს. ის სათამაშოდ მზადაა“ – იუწყება ესპანელის სპეციალისტის ნათქვამს Madrid Xtra.
19 ივნისს მბაპე მწვავე გასტროენტერიტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან ავადმყოფობის გამო 4-5 კილოგრამი დაიკლო, რადგან მხოლოდ ხილს ჭამდა და წყალს სვამდა. მან ვარჯიში 25 ივნისს განაახლა.
„რეალი“ – „იუვენტუსის“ შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი