უელსის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი არონ რემზი კარიერას მექსიკაში განაგრძობს. მას „კარდიფთან“ კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება, რის შემდეგ „პუმასს“ მიაშურებს.
34 წლის რემზი კარდიფში“ 2006-2008 წლებში გამოდიოდა და შემდეგ ლონდონის „არსენალს“ მიაშურა, სადაც 2008-2019 წლებში თამაშობდა, კარიერის განმავლობაში უელსელი ასევე „ნოტინგემ ფორესტის“, „იუვენტუსის“, “ნიცას” და „გლაზგო რეინჯერსის“ ღირსებას იცავდა. ის მშობლიურ კლუბში 2023 წლის ივნისში დაბრუნდა.
მან თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსება 86-ჯერ დაიცვა და 21 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
