მამარდაშვილის საფიქრალი – ალისონი „ლივერპულში“ დარჩენას მომავალ წელსაც აპირებს

0
6

ბრაზილიელი მეკარე ალისონი „ლივერპულში“ დარჩნას მომავალ წელსაც გეგმავს, რომ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატისთვის უკეთესად მოემზადოს.
„კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს და ასევე ხელშეკრულების გაგრძელების ოფციაც მაკავშირებს, რომელსაც სავარაუდოდ „ლივერპული“ გამოიყენებს. ვფიქრობ, საუცხოოდ მუშაობისთვის ყველაფერი მაქვს. ეს გადამწყვეტი მომენტია ჩემს კარიერაში, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება“ – იუწყება ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარის ნათქვამს ინგლისური მედია.
ალისონი „ლივერპულში“ 2018 წლიდან გამოდის. 32 წლის მეკარემ გასულ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 35 მატჩში 33 გოლი გაუშვა და 13-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მამარდაშვილმა  გასული წლის ზაფხულში გააფორმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი, რომლის დეტალები არ გახმაურებულა, მის სანაცვლოდ „ვალენსიამ“ 30 მილიონი ევრო მიიღო და პლუს 5 მილიონი ევრო ბონუსადაა გათვალისწინებული. ინგლისურმა კლუბმა ის შარშან „ვალენსიაში“ გაანათხოვრა.
მან განვლილ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაუშვა, ხოლო 8-ჯერ მეტოქეებს არ გაატანინა.
ლაშა თაბაგარი