საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტან ნიკა კვეკვესკირს მიაჩნია, რომ რეგიონებში მატჩებს ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მან ამის შესახებ ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დღეს კაბო-ვერდესთან გასამართ ამხანაგურ თამაშამდე განაცხადა.
ნიკა კვეკვესკირი: “სამწვრთნელო შტაბისთვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეკრებაა. ბევრ ფეხბურთელს, ვისაც მცირე დრო ჰქონდა ან საერთოდ არ ჰქონია ნაკრებში თამაშის საშუალება, ამის შანსი მიეცა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომავალ შეხვედრაშიც ექნება. მგონი, რომ ბევრმა ფეხბურთელმა კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, რაც წაადგება ნაკრებში კონკურენციის ზრდას.
რეგიონებში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ რომ ასეთი დონის მატჩები ტარდება თბილისს გარეთ, სადაც ადგილობრივ გულშემატკივარს ეძლევა შესაძლებლობა საყვარელ ნაკრებს ტრიბუნებიდან დაუჭიროს მხარი“.
საქართველოსა და კაბო-ვერდეს შორის ამხანაგური შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
