გიზო მამაგეიშვილი: “ეს ჩვენთვის დიდი მოტივაცია და მუხტი იქნება”

0
3

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიაში, დაბა ვენიგცელში გადის. გუშინ, 21-წლამდელებს, ავსტრიულ შეკრებაზე ბოლო სრული დღე ჰქონდათ, რომელმაც ორჯერად ვარჯიშებს მოიცავდა. დღეს, ჩვენი გუნდი ვენიგცელს დატოვებს და სრული შემადგენლობით ტურნირის მასპინძელ სლოვაკეთში გაემგზავრება, სადაც მზადებას ჟილინასთან ახლოს, ქალაქ მარტინში განაგრძობს.
21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
გიზო მამაგეიშვილი: “სრული ერთი კვირა გავატარეთ ავსტრიაში. ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. გადავინაცვლებთ სლოვაკეთში, სადაც პირველ მატჩს 11 ივნისს პოლონეთთან გავმართავთ. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება სლოვაეკთში ჩამოსულ თითოელ მაყურებელს, თითოელ დროშას. ეს ჩვენთვის დიდი მოტივაცია და მუხტი იქნება”
გიორგი აბუაშვილი: “დღეს დავასრულეთ ავსტრიული შეკრება, რომელიც ძალიან კარგი და ნაყოფიერი გამოგვივიდა. ხვალ უკვე გავემგზავრებით სლოვაკეთში, სადაც უშუალოდ პირველი, პოლონეთთან თამაშისთვის დავიწყებთ მზადებას.
მომზადებულები ვართ როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. ბიჭები ყველანაირად მზად არიან. ჩვენი მიზანი მხოლოდ ტურნირზე მოხვედრა არ ყოფილა, გვინდა, რომ ჩვენი სახელი დავტოვოთ და ჯგუფიდან გავიდეთ”.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).
ევრო 2025 | მატჩების განრიგი
11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა 23:00
14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა 23:00
17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი 20:00
ლაშა თაბაგარი