ნიკა გაგნიძე: “ეს თამაში ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იყო”

0
6

ნიკა გაგნიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში დებიუტი 5 ივნისს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ფარერებთან ამხანაგურ მატჩში (1:0) ჰქონდა, განაცხადა, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინა. მან ამის შესახებ ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დღეს კაბო-ვერდესთან გასამართ ამხანაგურ თამაშამდე განაცხადა.
ნიკა გაგნიძე: “ნაკრებში დებიუტი ჩემთვის ბავშვობის ახდენილი ოცნება იყო. ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. ეს თამაში ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იყო. ახლა მეორე მატჩისთვის ვემზადებით და გვსურს, რომ გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობა. კაბო-ვერდე განსხვავებული, ბევრად ტექნიკური გუნდია და ვნახოთ, როგორი მატჩი გამოვა”.
საქართველოსა და კაბო-ვერდეს შორის ამხანაგური შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი