ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, „ალ-ჰილალს“ შეუთანხმდა, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლ სკირა იუწყება.
ნიგერიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 35 მილიონ ევროს მიიღებს.
გასულ სეზონში 26 წლის თავდამსხმელი იჯარით სტამბოლის „გალათასარაიში“ თამაშობდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 41 შეხვედრაში 37 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
