გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში წელს დაბრუნებულ „კიოლნს“ ლუკაშ კვასნეკი გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
43 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2021 წლიდან „პადერბორნს“ ავარჯიშებდა, კიოლნელებთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
მეორე ბუნდესლიგის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე, „კიოლნის“ თავკაცის თანამდებობიდან გერჰარდ შტრუბერი დაითხოვეს, ხოლო გუნდს სეზონი 71 წლის ფრიდჰელმ ფუნკელმა დაასრულებინა.
ლაშა თაბაგარი
