საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს დიდიე დეშამს მიაჩნია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთთან 4:5 წაგების მიუხედავად, მეტოქეს სჯობდნენ.
„გაორებული გრძნობა მაქვს. პირველი ტაიმის 0:2 წაგება რთული იყო, რადგან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. შემდეგ 1:5 ვმარცხდებოდით და არ დავნებდით. ყველაფერზე უარის თქმა არ შეიძლება, რადგან განვლილ შეხვედრაში ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ. თამაშს ესპანეთზე უკეთესად ვაკონტროლებდით.
5 ბურთი რადგან გავუშვით ე.ი. დაცვაში უკეთესად უნდა გვეთამაშა. ეს მომენტი გულდასაწყვეტია. ასეთ მეტოქეს საშუალება როცა აქვს, ხშირ შემთხვევაში ეფექტურად მოქმედებს.
მოწინააღმდეგის სათამაშო დონე ზოგჯერ შეცდომას გაშვებინებს და როცა გოლს მიიღებ ე.ი. იმ მომენტში უკეთესად თამაში შეგვეძლო. მხოლოდ მცველებს არ ვადანაშაულებ, რადგან მათ ხშირ შემთხვევაში თამაში ერთი-ერთზე უწევდათ. კლემან ლენგლემ ითამაშა, მაგრამ 100 პროცენტით მზად არ იყო – სამშაბათს მადრიდში წავიდა და ძალიან გვიან დაბრუნდა.
ესპანეთს თამაშით ვაჯობეთ. ეს ძალიან მაღალი დონეა და ჩვენი შემადგენლობის ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით, კარგ სამსახურს გაგვიწევს. ვცდილობ ნათელი გონება შევინარჩუნო და რაც განვლილ მატჩში მოხდა, ყველაფერს ხაზს ვერ გადავუსვამთ.
შერკი? ის ძალიან კრეატიულია და საუცხოო გოლები გააქვს. რაიან მოედანზე ამისთვის გადის. ჩვენი გუნდის შეტევის ხაზში საინტერესო მოთამაშეთა ჯგუფია და მათ ყველას ერთად ვერ ვათამაშებ. საინტერესოა, როდესაც რაღაცის შეცვლა შეგიძლია“ – იუწყება დეშამის ნათქვამს ფრანგული მედია.
8 ივნისს საფრანგეთის ნაკრების მე-3 ადგილისთვის მატჩში გერმანიას შეხვდება.
ლაშა თაბაგარი
