ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს მიაჩნია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში საფრანგეთი 5:4 დამსახურებულად დაამარცხეს.
„ბედნიერი ვარ. მოედანზე მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდი იყო. მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა. მეტოქის კარში 5 გოლის გატანა იოლი არაა. საგოლე მომენტები საუცხოოდ გამოვიყენეთ. ეს მოთამაშეების მაღალ დონეზე მეტყველებს. უნდა მოგვეგო, რადგან ამას ვიმსახურებდით..
მეტოქე არ დანებდა და ყველა საბაბი ჰქონდა, რომ თამაშში ჩართულიყო. ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან თამაში ძალიან რთულია. ხელს მოვაწერ, რომ ყველა შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ ასე დასრულდეს.
უნაი სიმონს დიდი ხნის განმავლობაში შეურეცხყოფას აყენებდნენ და აკრიტიკებდნენ. იამალმა განაცხადი გააკეთა და „ოქროს ბურთი“ უნდა მოიგოს. ორივეს წარმატება მიხარია.
ფინალში ძალიან ძლიერ მეტოქეს დავუპირისპიდებით. მომავალი მატჩი შესაძლოა დღევანდელს ჰგავდეს. პორტუგალიასთან შეხვდრა მიხარია, რადგან ორივეს კარგი ფეხბურთის თამაში გვიყვარს“ – იუწყება დე ლა ფუენტეს ნათქვამს ესპანური მედია.
ერთა ლიგის ფინალი ესპანეთსა და პორტუგალიას შორის 8 ივნისს მიუნხენის „ალიანს არენაზე“ შედგება.
ლაშა თაბაგარი
