საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგაში დასარჩენ პლეი-ოფში ფარერებს შეხვდება. ეს დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდება უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა.
ჩვენი გუნდი პირველ თამაშს 2027 წლის 25, 26 ან 27 მარტს სტუმრად ჩაატარებს, ხოლო საპასუხოს თბილისში – 28, 29 ან 30 მარტს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაში გამოსვლა მოგებისა და გატანილი გოლის გარეშე დაასრულა. მეტიც, ერთა ლიგის ოთხი ლიგაში საქართველო ერთადერთია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი უგოლოდ დაასრულა.
ლაშა თაბაგარი





