მილანის „ინტერის“ ექსთავკაცი სიმონე ინძაგი „ალ-ჰილალის“ მთავარი მწვრთნელია, რის შესახებ საუდის არაბეთის კლუბის პრესსამსახური იუწყება.
49 წლის იტალიელმა სპეციალისტმა „ალ-ჰილალთან“ კონტრაქტი 2026-2027 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა. ის წელიწადში ხელფასის სახით 25 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო 4-5 მილიონი ევრო ბონუსადაა გათვალისწინებული.
სიმონე ინძაგი „ინძაგი „ინტერს“ 2021 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით მილანელებმა ერთხელ იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ იტალიის თასი და სამჯერ იტალიის სუპერთასი მოიგეს.
2023 წელს „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ 0;1 დამარცხდა, ხოლო 2025 წელს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან 0:5 წააგო.
სიმონე ინძაგი 1999-2010 წლებში რომის „ლაციოში“ თამაშობდა, რომლის მაისურით ერთხელ იტალიის ჩემპიონატი, 3-ჯერ იტალიის თასის, ხოლო თითოჯერ იტალიის სუპერთასი და უეფას სუპერთასი მოიგო. ის „ლაციოს“ 2016-2021 წლებში ავარჯიშებდა და იტალიის თასი მოაპოვებინა, ორჯერ კი იტალიის სუპერთასი.
ლაშა თაბაგარი
