გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იულიან ნაგელსმანის თქმით, ერთა ლიგის 1/2-ფინალში მიუნხენში პორტუგალიასთან 1:2 მარცხი, მათი გასავლელი გზის ნაწილია.
„პორტუგალიამ დამსახურებულად გაიმარჯვა. მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო. ჩვენ ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ძალიან ბევრი დავთმეთ. თუ ასი პროცენტით არ დავიხარჯებით, მაშინ საუკეთესო გუნდებთან პაექრობა გაგვიჭირდება. ხასიათის სიმტკიცე არ გვეყო. მოედანზე კარგი გუნდი ვიყავით, მაგრამ მუდმივად ძალიან ნელად ვმოქმედებდით. პირველ ტაიმში რომ დავწინაურებულიყავით, მაშინ შესაძლოა უფრო მოგვემატებინა.
ეს მარცხი ჩვენი გასავლელი გზის ნაწილია. მარცხი საწყენია. თუმცა, როდესაც განვითარებას ცდილობა, მაშინ უსიამოვნო მომენტები გარდაუვალია. ეს დიდი გზის ბუნებრივი ნაწილია. წაგებულ მატჩში მიღებული გაკვეთილი გასათვალისწინებელია. თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ წინ ნაბიჯს გადავდგამთ“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი




