მაურიციო სარი რომის „ლაციოს“ გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
66 წლის სპეციალისტმა მარკო ბარონი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან 2 ივნისს გაათავისუფლეს. სარი „ლაციოს“ 2021 წლის ზაფხულიდან 2024 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა და მას მერე უმუშევარი იყო.
მისი თავკაცობით „ლაციომ“ 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. სარიმ „იუვენტუსს“ 2020 წელს იტალიის სერია A მოაგებინა, ხოლო „ჩელსის“ 2019 წელს ევროპა ლიგის თასი ააღებინა.
ლაშა თაბაგარი
