რევაზ ინჯგია, რომელიც გასული წლიდან ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა, კარიერას კვიპროსში გააგრძელებს.
24 წლის თავდამსხმელი ნიქოზიას „ოლიმპიაკოსში“ ჩაირიცხა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. ინჯგიასთვის კვიროსის ჩემპიონატი უცხო არაა, რადგან 2021-2023 წლებში ლიმასოლის „აპოლონში“ და „დოქსაში“ გამოდიოდა. მან ლიმასოლელებთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგო.
ის ბათუმის „დინამოს“ გარდა, საქართველოში თბილისის „ლოკომოტივში“, „თელავში“ და „სამტრედიაში“ თამაშობდა. მან მიმდინარე სეზონში ბათუმელთა რიგებში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა,
ლაშა თაბაგარი




