კვარაცხელიას წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვებენ

0
10

საქართველოს ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენი ტრადიციის მიხედვით, როდესაც ქართველი სპორსტმენები წარმატებას აღწევენ, სახელმწიფო ჯილდოებს გადავცემთ. ვფიქეობ, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ისეთი წარმატებაა, რომელიც ასეთ აღიარებას იმსახურებს.
შარშან ევროპოს ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატებისთვის, ხვიჩამ ღირსების ორდენი მიიღო, ხოლო ახლა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის ვაპირებთ წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენზე წარვადგინოთ“ – თქვა კობახიძემ.
პრემიერმინისტრის განცხადებით წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენს ასევე „მილანის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მომგები თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ექსწევრი ზაზა ფაჩულია მიიღებენ, რომელმაც „გოლდენ სტეიტთან“ ერთად ნბა-ში ორჯერ გაიმარჯვა.
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერი“ 5:0 დაამარცხა და კვარაცხელიამ ერთი გოლი გაიტანა. ის პირველი ქართველია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მეტოქის კარი აიღო.
ლაშა თაბაგარი