„უნირეამ“, რომელსაც ბაჩანა არაბული ზამთარში შეუერთდა, რუმინეთის უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, რაც ქართველი თავდამსხმელის დიდი დამსახურებაა.
„უნირეამ“ პლეი-აუტის პირველი თამაში სტუმრად „ვოლუნტარისთან“ 1:2 წააგო. საპასუხო შეხვედრა „უნირეამ“ 1:0 არაბულის გოლით მოიგო, რომელმაც საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით მიიღო და მეორეთი კარში გადაგზავნა. თავდაპირველად გოლი არ ჩაითვალა, რადგან ქართველზე თამაშგარე დაფიქსირდა, ხოლო ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, მსაჯმა კარის აღება დააფიქსირა.
ძირითად და დამატებით დროში მეტი გოლი არ გასულა, ხოლო პენალტების სერიაში „უნირეამ“ 4:3 გაიმარჯვა – არაბულმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
