„ბარსელონას“ თავკაცი ჰანს-დიტერ ფლიკი ესპანეთის ლა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ამის შესახებ ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
გერმანელმა სპეციალისტმა გამოკითხვაში პეპე ბორდალასს („ხეტაფე“), მანოლო გონსალესს („ესპანიოლი“), მანუელ პელეგრინის („ბეტისი“), მიჩელ სანჩესს („ჟირონა“), ერნესტო ვალვერდეს („ატლეტიკი“) და დიეგო სიმეონეს („ატლეტიკო“) აჯობა.
გასულ სეზონში, რომელიც „ბარსელონას“ დამრიგებლის რანგში ფლიკისთვის სადებიუტო იყო, კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგეს. ის თვის საუკეთესო მწვრთნელად სამჯერ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი




