გაბრიელ სიგუამ „ბაზელის“ მაისურით შვეიცარიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ქვეყნის თასსაც დაეუფლა.
ფინალში „ბაზელმა“ რანგით მეორე ლიგის „ბილ-ბიენს“ 4:1 სძლია. სიგუა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული, თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
19 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც „ბაზელში“ მეორე სეზონი გაატარა, მძიმე ტრავმის გამო ჩემპიონატში მხოლოდ 16-ჯერ ითამაშა, ხოლო თასზე ერთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მან კარიერაში მეოთხე ტიტული მოიგო. მანამდე, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გაიმარჯვა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი
