გულიაშვილმა სეზონი საგოლე პასით დაასრულა

0
5

„სარაევოს“ შეტევის ლიდერმა და საუკეთესო ბომბარდირმა გიორგი გულიაშვილმა სეზონი საგოლე პასით დაამთავრა.
ბოსნიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „სარაევომ“ სტუმრად „პოსუსიე“ 2:1 დაამარცხა და საქართველოს ნაკრების ფორვარდის გადაცემით ანგარიში კრზდალიჩმა გახსნა. გულიაშვილი 90-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვასიოლიოს გორდეზიანი თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო. „საარევომ“ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
გულიაშვილმა, რომელიც ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, 26 მატჩში 16 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი მიითვალა. ის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა – პირველადგილოსანს 3 ბურთით ჩამორჩა. არადა, ტრავმას ხელი რომ არ შეეშალა, ალბათ გაცილებით უკეთესი შედგი ექნებოდა.
„სარაევომ“, სადაც გულიაშვილი თანამემაულე ვასიოლიოს გორდეზიანთან ერთად გამოდის, წელს ბოსნიის თასი მოიგო. გულიაშვილმა თასზე 6-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
გულიაშვილი ივნისში ფარერებთან და კაბო-ვერდესთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ხოლო გორდეზიანი 21-წლამდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
ლაშა თაბაგარი