პელეგრინი: „ფინალში გასვლა ნამდვილი გმირობაა“

0
40

სევილიას „ბეტისის“ მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის კონფერენს ლიგის ფინალში „ჩელსისთან“ 1:4 წაგების მიუხედავად, სეზონის წარმატებულად მიაჩნია.
„პირველ ტაიმში საუცხოოდ ვითამაშეთ – გოლი გავიტანეთ და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შევქმენით. მეორე ტაიმში ჩვენს თამაშზე გავლენა ტრავმებმა მოახდინა, მაგალითად, აბდე დაშავდა და „ჩელსის“ პრობლემას ვერ ვუქმნიდით.
მეორე ტაიმში მეტოქემ გვაჯობა და გოლები გაიტანა, რომელმაც ფინალი მოაგებინა. სეზონი, რომელშიც ევროთასების საგზური მოვიპოვეთ და ფინალში გავედით წინ გადადგმული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ გულშემატკივრები დაგვეთანხმებიან.
მომდევნო სეზონში ევროპა ლიგის ფინალში გავალთ თუ არა? „ბეტისისთვის“ ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრა და ფინალში გასვლა ნამდვილი გმირობაა“ – იუწყება ჩილელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი