ლობჟანიძის საგოლე პასი ზედიზედ მეორე მატჩში

0
18

საბა ლობჟანიძემ „ატლანტა იუნაიტედის“ მაისურით საგოლე პასი MLS-ის ზედიზედ მეორე ტურში შეასრულა.
ატლანტელებმა „ორლანდო სიტის“ უმასპინძლეს და 3:2 გაიმარჯვეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა თავისი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე შეცვალეს. მოედნიდან გასვლამდე 2 წუთით ადრე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, მან მეტოქის კარის წინ ბურთი მკერდით მიიღო, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა, სამაგიეროდ პასი ტიარეს მისცა, რომელმაც მასპინძლებს მოაგებინა.
ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში MLS-ში ჩატარებულ 16 მატჩში 6 საგოლე პასი შეასრულა. “ატლანტა” 17 ქულით 15-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი